Tesla-ს ნავიგაცია საქართველოში

ნავიგაცია შენი ტესლას ეკრანზე

ტესლას ჩაშენებული ნავიგაცია საქართველოში არ მუშაობს. TSNav ამ პრობლემას აგვარებს: სრულფასოვანი რუკა, ნავიგაცია ქართული ქუჩების დასახელებით და ხმოვანი მითითებებით.

  • მოდელებიModel S · 3 · X · Y
  • ეკრანივერტიკალური და ჰორიზონტალური
  • ენაქართული ძებნა და მითითებები
  • ფასი9.99 ₾ თვეში · 1 დღე უფასოდ

დააკავშირე ტელეფონი

TSNav აპლიკაცია ტელეფონის GPS-ს მანქანის ეკრანს ფონურ რეჟიმში უგზავნის, ჩაკეტილი ეკრანითაც. დაკავშირებას ერთი წუთი სჭირდება და მხოლოდ ერთხელ.

01

ჩამოწერე აპლიკაცია

TSNav აპლიკაცია iPhone-ისა და Android-ისთვისაა. ის იმავე ანგარიშით მუშაობს, რომელიც საიტზე შექმენი.

  1. TSNav აპლიკაცია: დაკავშირების ეკრანი
    02

    შედი ანგარიშით

    გახსენი TSNav აპლიკაცია და დააჭირე „QR კოდით დაკავშირება“. QR კოდი საიტზე, ანგარიშის გვერდზეა. შეგიძლია ელ-ფოსტით და პაროლითაც შეხვიდე.

  2. TSNav აპლიკაცია: ლოკაციის ნებართვა
    03

    დაუშვი ლოკაცია „ყოველთვის“

    ჯერ აირჩიე „აპლიკაციის გამოყენებისას“, შემდეგ „ყოველთვის დაშვება“. ასე ლოკაცია ჩაკეტილი ტელეფონითაც გაიგზავნება.

  3. TSNav აპლიკაცია: GPS იგზავნება მანქანაში
    04

    გახსენი რუკა ტესლაში

    აპლიკაცია ამას თავად გაიგებს და ზუსტ რეჟიმზე გადავა: „GPS იგზავნება მანქანაში“. ტელეფონი შეგიძლია ჯიბეში ჩაიდო.

აპლიკაცია მალე გამოჩნდება App Store-სა და Google Play-ში. მანამდე ტელეფონის ბრაუზერიც გამოდგება: დაასკანერე ტესლას ეკრანზე ნაჩვენები QR კოდი.

სამი ნაბიჯი

მომზადებას ხუთი წუთი სჭირდება, შემდეგ კი მხოლოდ მისამართს ირჩევ.

  1. 01

    გახსენი ტესლაში

    დარეგისტრირდი მანქანის ბრაუზერიდან. მანქანა ანგარიშს დაიმახსოვრებს.

  2. 02

    დააკავშირე ტელეფონი

    ერთხელ დაასკანერე QR კოდი. შემდეგ ტელეფონი თავად უკავშირდება მანქანას.

  3. 03

    აირჩიე მიმართულება

    მოძებნე მისამართი ეკრანზე ან ტელეფონში, აირჩიე მარშრუტი და გაემართე.

რაც გზაზე გჭირდება

არაფერი ზედმეტი: ეკრანზე მხოლოდ ის ჩანს, რაც მართვისას ერთი შეხედვით უნდა წაიკითხო.

ცოცხალი ლოკაცია
ისარი გლუვად მოძრაობს და გზას მიჰყვება, GPS-ის ხტუნაობის გარეშე.
მოხვევები და ზოლები
დიდი, შორიდან წასაკითხი მითითებები და რომელ ზოლში უნდა დადგე.
სამამდე მარშრუტი
დროის სხვაობით. აირჩიე სიიდან ან პირდაპირ რუკიდან.
ავტომატური გადათვლა
თუ გზას გადაუხვიე, ახალი მარშრუტი რამდენიმე წამში გამოითვლება.
ძებნა ქართულად
ქუჩა, მისამართი ან ადგილი, ქართულად ან ლათინურად.
მისამართი ტელეფონიდან
აკრიფე ტელეფონში და ის მანქანის ეკრანზე გამოჩნდება.
ძველ მოდელებზეც
რუკის რეჟიმი მანქანას ერგება. ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ეკრანებზე.
დღე და ღამე
მზის ჩასვლისას რუკა თავად გადადის მშვიდ, მუქ ფერებზე.

ფასი

პირველი დღე უფასოა, ბარათის გარეშე. ყველა პაკეტში ყველა ფუნქცია შედის და პაკეტი ავტომატურად არ გრძელდება.

კითხვები

რომელ ტესლაზე მუშაობს?

ყველა ტესლაზე, რომელსაც ბრაუზერი აქვს: Model S, 3, X და Y. ძველ მოდელებზე შეგიძლია აირჩიო მსუბუქი რუკა, რომ სწრაფად იმუშაოს.

ტელეფონში აპლიკაცია უნდა დავაყენო?

არა. ტელეფონზე ვებ-გვერდი იხსნება QR კოდიდან. მგზავრობისას ეს გვერდი ღია უნდა იყოს. ეკრანს ის თავად ინახავს ჩართულს.

რამდენ ინტერნეტს ხარჯავს?

ტელეფონიდან მხოლოდ კოორდინატები იგზავნება, რაც ძალიან ცოტაა. რუკას ტესლა ტვირთავს და ნანახ ადგილებს ინახავს.

ტესლას ინტერნეტი არ აქვს. რა ვქნა?

ტესლა ტელეფონის hotspot-ს დაუკავშირე. საქართველოში მფლობელების უმეტესობა ასე იყენებს.

როგორ გავაუქმო?

გასაუქმებელი არაფერია. პაკეტი ავტომატურად არ გრძელდება და ვადის ამოწურვის შემდეგ ჩერდება.

სცადე შემდეგ მგზავრობაზე.

დაწყება